გარე დაკვირვების გაკვეთილის გეგმები

გაკვეთილის გეგმა N 1
მასწავლებლის სახელი, გვარი:  შორენა აბრამიშვილი
საგანი:   სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.
სწავლების საფეხური / კლასი:  დაწყებითი საფეხური / V2 კლასი.
მოსწავლეთა (მათ შორის სსსმ მოსწავლეთა) რაოდენობა: 24 მოსწავლე, კლასში სსსმ მოსწავლე არ არის
გაკვეთილის თემა:  ადამიანის სახე ხელოვნებაში.
გაკვეთილის მიზანი:  მოსწავლემ შეძლოს სხვადასხვა ეპოქაში შექმნილი პორტრეტის ნიმუშების თავისებურებაზე მსჯელობა, ინფორმაციის მიღება, საკუთარი პოზიციის გამოხატვა,მსჯელობა. გამოიყენოს შეძენილი ცოდნა პრაქტიკულ საქმიანობაში.
გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან:
..V.2. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა მასალისა და ტექნიკის მიზანმიმართულად შერჩევა და გამოყენება საკუთარი ჩანაფიქრის და იდეის განსახორციელებლად.
·         იყენებს განსხვავებულ ხერხებს, ატარებს ექსპერიმენტებს სხვადასხვა მასალის, ტექნიკის გამოყენებით მოცემულობის უკეთ შესასრულებლად;
·          ავითარებს მრავალფეროვანი მასალისა და ტექნიკის (ტრადიციული, არატრადიციული) გამოყენების ხერხებს სხვადასხვა ჟანრის ნამუშევრების შესაქმნელად (პორტრეტი, ნატურმორტი, პეიზაჟი, ყოფითი ჟანრი);
·           ავითარებს სხვადასხვა მასალის (ბუნებრივი, ხელოვნური) გამოყენების გზებს მცირე პლასტიკის ნიმუშების, მარტივი კომპოზიციებისა და კონსტრუქციების შესაქმნელად;

..V.3. მოსწავლემ უნდა შეძლოს თანაკლასელებთან თანამშრომლობით (წყვილში, გუნდში) შესასრულებელი სამუშაოს დაგეგმვა და განხორციელება შემოქმედებითი და საორგანიზაციო პრობლემის გადასაჭრელად.
  • ერთობლივი მუშაობისას (ღონისძიების დაგეგმვა/განხორციელება, ნამუშევრის შექმნა წყვილში/ჯგუფში) უზიარებს თანაკლასელებს განსხვავებულ მოსაზრებებს, იდეებს, მათთან ერთად იღებს საერთო გადაწყვეტილებებს;
  • თანამშრომლობს სხვებთან საერთო პრობლემის გადაჭრისას;
  • იჩენს სხვებთან თანამშრომლობის ინიციატივას, ეხმარება სხვებს კონკრეტულიამოცანის შესრულებაში;
..V.4. მოსწავლემ უნდა შეძლოს ინდივიდუალური და ერთობლივი ნამუშევრის წარდგენა; აზრის, იდეების, შთაბეჭდილებების გაზიარება და მიღებულ ცოდნაზე დაყრდნობით საუბარი გამოყენებული ხერხების შესახებ საკუთარ, თანაკლასელთა ან ცნობილ ხელოვანთა ნამუშევრებში შესაბამისი ტერმინოლოგიის გამოყენებით.
  • ინდივიდუალური, ერთობლივი ნამუშევრის წარდგენისას საუბრობს ჩანაფიქრის, იდეის შესახებ და გამოყენებულ პრინციპებზე, ელემენტებზე, ხერხებზე, მასალაზე, ტექნიკაზე და სხვ.;
  • საუბრობს ნამუშევრის შინაარსზე, ჟანრზე, დარგზე, აღძრულ შთაბეჭდილებებზე, განწყობილებაზე (რა განწყობილებას უქმნის ესა თუ ის ხაზი, ფერი, ფორმა და სხვ.) და საკუთარ დამოკიდებულებაზე ხელოვნების ნაწარმოების მიმართ;
  • იყენებს შესაბამის ტერმინებს ნამუშევარზე საუბრისას;
  • უსმენს, აცდის სხვებს აზრის გამოთქმას მსჯელობის, დისკუსიის დროს, სვამს და პასუხობს კითხვებს, ურჩევს და თავად იღებს რჩევებს, ხმარობს კორექტულ გამოთქმებს;
  • ნამუშევრის წარდგენისას მხარს უჭერს და ამხნევებს თანაკლასელებს.

N
აქტივობის მიზანი და აღწერა
გამოყენებული მეთოდი/ მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა /ფორმები
სასწავლო რესურსები (დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების მიზანშეწონილება სასწავლო მიზანთან მიმართებით)
დრო (წთ.)
1
აქტივობის მიზანი: საორგანიზაციო საკითხების მოგვარება და გაკვეთილის თემის და მიზანის გაცნობა.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი კითხულობს სიას, მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის თემას, მიზანს და შეფასების რუბრიკას (საკლასო ოთახში წინასწარ გამოკრულია გაკვეთილის თემა, მიზანი და შეფასების რუბრიკა).
ვერბალური ახსნა
საერთო საკლასო
საკლასო ოთახში გამოკრულია გაკვეთილის თემა,გაკვეთილის მიზანი და შეფასების რუბრიკა.
 2 წთ.
2
აქტივობის მიზანი: წინარე ცოდნის გააქტიურება.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით სვამს  კითხვებს:
·         დაასახელეთ სახვითი ხელოვნების ჟანრები;
·         განმარტეთ თითოეული მათგანი;
შემდეგ მოსწავლეებს წარუდგენს  ხელოვნების რამდენიმე ნიმუშის ილუსტრაციას, რათა მოსწავლეებმა ილუსტრაციები დააკავშირონ შესაბამის ჟანრებთან.
კითხვა/ პასუხი
საერთო საკლასო
 მასწავლებლის მიერ შერჩეული ილუსტრაციების-ნიმუშები, რომლებსაც გამოიყენებს მოსწავლეების მოტივაციის და გამოწვევის მიზნით.

10 წთ
3
 აქტივობა მიზანი:   ილუსტრაციებზე დაკვირვება, მსჯელობა და შესაბამისი დასკვნების გამოტანა. 
აქტივობის აღწერა:  მასწავლებელი კლასს წარუდგენს სხვადასხვა ილუსტრაციას power point-ის დახმარებით და პროვოცირების მიზნით კითხვა/პასუხის რეჟიმში ცდილობს მოსწავლეების აზრის დაფიქსირებას თუ როგორ განვითარდა პორტრეტის ჟანრი საუკუნეების მანძილზე და როგორ იცვლებოდა დროსთან ერთად პორტრეტის შესრულების ხერხები.

კითხვა/პასუხი

მთელი კლასი

Power point, კომპიუტერი და პროექტორი,

რომელიც  დაეხმარება მოსწავლეებს წარმოსახვასა და ვიზუალურ აღქმაში.

6 წთ.
4
 აქტივობის მიზანი-მსჯელობა  ნამუშევრების მსგავსება/განსხვავებაზე .    
აქტივობის აღწერა: ჯგუფებს დაურიგებს სხვადასხვა ეპოქის მხატვართა მიერ შექმნილ პორტრეტის ილუსტრაციას  და სთხოვს მათ , იმსჯელონ  ხელოვნების ნიმუშებს შორის მსგავსებაზე და განსხვავებაზე  ვენის დიაგრამის გამოყენებით. (იხ. დანართი 1)
პრაქტიკული სამუშაო
ჯგუფური
წინასწარ მომზადებული ილუსტრაციები ვენის დიაგრამის გამოსახულებით.
8 წთ.                                            
5
 აქტივობის მიზანი - პრაქტიკული სამუშაოს შესრულება, სადაც მოსწავლე ქმნის სახასიათო წარმოსახვით პორტრეტს, განსაზღვრავს პერსონაჟის იერსახეს,სამოსს,აქსესუარებს.შემდეგ  ახდენს საკუთარი ნამუშევრის  პრეზენტაციას.  
    აქტივობის აღწერა:
·         მასწავლებელი სთავაზობს სხვადასხვა ჯგუფს, შექმნან რეალისტური  ან არარეალისტური  გამოსახულებით -პორტრეტი.
·          თითოეული ჯგუფის მოსწავლეებს შეეძლებათ შექმნან განსხვავებული ხერხების გამოყენებით პორტრეტი. მუშაობა ჯგუფებში ინდივიდუალურად.
·         მოსწავლეები აღნიშნავენ, თუ რა ჩანაფიქრი ჰქონდათ და რა ხერხები გამოიყენეს ნამუშევრის შექმნისას. შეძლეს თუ არა ჩანაფიქრის განხორციელება.
მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.
ჯგუფში მუშაობა
ინდივიდუალურად
ფერადი ფანქრები, აკვარელი, გუაში (მოსწავლის არჩევანით), ფურცელი, საშლელი,ფუნჯები, წყლის ჭურჭელი, დაფა, მაგნიტური სამაგრი.
15წთ.
6
 აქტივობის მიზანი- შეჯამება / შეფასება
მასწავლებელი აჯამებს გაკვეთილს და სვამს კითხვას :
·         თუ  რა  გაიგეს ახალი „პორტრეტის“ შესახებ?
მოსწავლეების შეფასება ხდება განმავითარებელი შეფასების რუბრიკით.
ვერბალური ახსნა
საერთო საკლასო
 განმავითარებელი (კომენტარი) 

4 წთ.
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:  მოსწავლემ შეძლო სხვადასხვა ეპოქაში შექმნილი პორტრეტის ნიმუშების თავისებურებაზე მსჯელობა, საკუთარი პოზიციის გამოხატვა. მიღებული ინფორმაცია და  შეძენილი ცოდნა გამოიყენა პრაქტიკულ საქმიანობაში.

შეფასება: განმავითარებელი შეფასების რუბრიკა.
კრიტერიუმები/შეფასება
კარგი
საშუალო
საჭიროებს გაუმჯობესებას
1.თანამშრომლობა ჯგუფის წევრებთან.
კარგად ფლობს სოციალურ უნარ-ჩვევებს, აქტიურადაა ჩართული ჯგუფურ მუშაობაში.თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან.
ძირითადად ფლობს სოციალურ უნარ-ჩვევებს, მეტ-ნაკლებად მონაწილეობს ჯგუფურ მუშაობაში.
უჭირს ჯგუფთან ინტეგრირება, არ აქტიურობს.
2.კითხვა-პასუხის რეჟიმში მსჯელობისას თემასთან შესატყვისობა, შესაბამისი ტერმინოლოგიის გამოყენება.
მსჯელობს პორტრეტის შესრულების ხერხებზე შესაბამისი ტერმინოლოგიების გამოყენებით, აზრს გადმოსცემს მკაფიოდ და გასაგებად.
მსჯელობს თემასთან შესაბამისი ტერმინოლოგიით, აზრს გასაგებად გადმოსცემს.
მსჯელობის დროს ვერ გადმოსცემს მკაფიოდ და დასაბუთებულად აზრს.
3.პრაქტიკულ ნამუშევრებში მასალის და ტექნიკის დასახული მიზნის შესაბამისად გამოყენება.
პრაქტიკული ნამუშევრის შესრულებისას გადმოცემს პორტრეტის ჟანრს გამომსახველობითი ხერხების გამოყენებით, იყენებს შესაბამის მასალას.
იყენებს შესაბამის მასალას პრაქტიკული ნამუშევრის შესრულების დროს.
პრაქტიკულ ნამუშევრის შესრულებისას მეტ-ნაკლებად  იყენებს მასალას დასახული მიზნისთვის.
4.ნამუშევრის წარდგენა-პრეზენტაცია .
ახდენს შესრულებული პრაქტიკული ნამუშევრის პრეზენტაციას. ნათლად გამოთქვამს  და ასაბუთებს საკუთარ  აზრს, მეტყველებს გამართულად.
პრეზენტაციის დროს ნათლად  გადმოსცემს აზრს.
პრეზენტაციის დროს უჭირს  აზრის ჩამოყალიბება.

                                                  გაკვეთილის გეგმა N 2
მასწავლებლის სახელი, გვარი:  შორენა აბრამიშვილი
საგანი:   სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
სწავლების საფეხური / კლასი:  დაწყებითი საფეხური / V2 კლასი
მოსწავლეთა (მათ შორის სსსმ მოსწავლეთა) რაოდენობა: 24 მოსწავლე, კლასში სსსმ მოსწავლე არ არის
გაკვეთილის თემა:  მიმიკა და ემოცია
გაკვეთილის მიზანი:  მოსწავლემ შეძლოს მიმიკის გაცნობიერება და  ვიზუალური დეტალების საფუძველზე   ხელოვნების ჟანრში - პორტრეტში  ემოციებისა და განწყობილების გადმოცემა, სათანადო ნიმუშებზე მსჯელობა,პრაქტიკული და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების გამოვლენა.
გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან:
..V.1. მოსწავლემ უნდა შეძლოს საკუთარ ინტერესებსა და გამოცდილებაზე დაყრდნობით, სახვითი ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების მიზანმიმართულად გამოყენება ნამუშევარში ჩანაფიქრის, იდეის, გუნება-განწყობის (ემოციების) და შთაბეჭდილებების გადმოსაცემად.
                            
  • სხვადასხვაგვარი მონასმებითა და ეფექტებით გადმოსცემს განწყობილებას;

..V.2. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა მასალისა და ტექნიკის მიზანმიმართულად შერჩევა და გამოყენება საკუთარი ჩანაფიქრის და იდეის განსახორციელებლად.
  • იყენებს განსხვავებულ ხერხებს, ატარებს ექსპერიმენტებს სხვადასხვა მასალის, ტექნიკის გამოყენებით მოცემულობის უკეთ შესასრულებლად;
  • ავითარებს მრავალფეროვანი მასალისა და ტექნიკის (ტრადიციული, არატრადიციული) გამოყენების ხერხებს სხვადასხვა ჟანრის ნამუშევრების შესაქმნელად (პორტრეტი, ნატურმორტი, პეიზაჟი, ყოფითი ჟანრი);
..V.3. მოსწავლემ უნდა შეძლოს თანაკლასელებთან თანამშრომლობით (წყვილში, გუნდში) შესასრულებელი სამუშაოს დაგეგმვა და განხორციელება შემოქმედებითი და საორგანიზაციო პრობლემის გადასაჭრელად.
  • თანამშრომლობს სხვებთან საერთო პრობლემის გადაჭრისას;
  • იჩენს სხვებთან თანამშრომლობის ინიციატივას, ეხმარება სხვებს კონკრეტულიამოცანის შესრულებაში;
..V.4. მოსწავლემ უნდა შეძლოს ინდივიდუალური და ერთობლივი ნამუშევრის წარდგენა; აზრის, იდეების, შთაბეჭდილებების გაზიარება და მიღებულ ცოდნაზე დაყრდნობით საუბარი გამოყენებული ხერხების შესახებ საკუთარ, თანაკლასელთა ან ცნობილ ხელოვანთა ნამუშევრებში შესაბამისი ტერმინოლოგიის გამოყენებით.
  • ინდივიდუალური, ერთობლივი ნამუშევრის წარდგენისას საუბრობს ჩანაფიქრის, იდეის შესახებ და გამოყენებულ პრინციპებზე, ელემენტებზე, ხერხებზე, მასალაზე, ტექნიკაზე და სხვ.;
  •  საუბრობს ნამუშევრის შინაარსზე, ჟანრზე, დარგზე, აღძრულ შთაბეჭდილებებზე, განწყობილებაზე (რა განწყობილებას უქმნის ესა თუ ის ხაზი, ფერი, ფორმა და სხვ.) და საკუთარ დამოკიდებულებაზე ხელოვნების ნაწარმოების მიმართ;
  •  იყენებს შესაბამის ტერმინებს ნამუშევარზე საუბრისას;
  • ნამუშევრის წარდგენისას მხარს უჭერს და ამხნევებს თანაკლასელებს.

N
აქტივობის მიზანი და აღწერა
გამოყენებული მეთოდი/ მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა /ფორმები
სასწავლო რესურსები (დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების მიზანშეწონილება სასწავლო მიზანთან მიმართებით)
დრო (წთ.)
1
აქტივობის მიზანი:  საორგანიზაციო საკითხების მოგვარება და გაკვეთილის თემის და მიზანის გაცნობა.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი კითხულობს სიას, მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის თემას, მიზანს და შეფასების რუბრიკას (საკლასო ოთახში წინასწარ გამოკრულია გაკვეთილის თემა, მიზანი და შეფასების რუბრიკა).
ვერბალური ახსნა
საერთო საკლასო
საკლასო ოთახში გამოკრულია გაკვეთილის თემა,გაკვეთილის მიზანი და შეფასების რუბრიკა.
 2 წთ.
2
 აქტივობის მიზანი:  მოსწავლეთა დაინტერესება.
აქტივობის აღწერა: მოსწავლეთა გამოწვევა, მაპროვოცირებელი კითხვით.
·      თუ როგორ და რა ნიშნებით შეუძლიათ ამოიცნონ რომელიმე ამხანაგის განწყობილება, ემოცია?
განწყობის შესაქმნელად მასწავლებელი შესთავაზებს მოსწავლეებს, სცადონ სახის მიმიკით რაიმე განწყობილების (სიხარულის, სევდის, შიშის, არშფოთების და სხვ.) ემოციის გამოხატვა, თანაკლასელებმა უნდა ამოიცნონ რა განწყობილებას გამოხატავს თითოეული მათგანის სახე.
კითხვა/ პასუხი
საერთო საკლასო

5 წთ
3
 აქტივობა მიზანი:   ილუსტრაციებზე დაკვირვება, მსჯელობა.
 ქტივობის აღწერა:  მასწავლებელი კლასს წარუდგენს სხვადასხვა ილუსტრაციას power point-ის დახმარებით და პროვოცირების მიზნით კითხვა/პასუხის რეჟიმით ცდილობს მოსწავლეების აზრის დაფიქსირებას თუ რა განწყობას გადმოსცემს თითოეული ადამიანის სახე მოცემულ ნიმუშებში.

კითხვა/პასუხი

მთელი კლასი

Power point, კომპიუტერი და პროექტორი,

რომელიც  დაეხმარება მოსწავლეებს ვიზუალურ აღქმაში.

10 წთ.
4
აქტივობის მიზანი - პრაქტიკული სამუშაოს შესრულება და ნამუშევრების პრეზენტაცია.  
    აქტივობის აღწერა:
·      მოსწავლეებს  ქმნიან სხვადასხვა ემოციას,განწყობილებას  პორტრეტში. მუშაობა ჯგუფებში.
·      მოსწავლეები აღნიშნავენ თუ რა ჩანაფიქრი ჰქონდათ და რა ხერხები გამოიყენეს ნამუშევრის შექმნისას. შეძლეს თუ არა ჩანაფიქრის განხორციელება.

მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.

ჯგუფური

ფერადი ფანქრები, აკვარელი, გუაში (მოსწავლის არჩევანით), ფურცელი, საშლელი,ფუნჯები, წყლის ჭურჭელი, დაფა, მაგნიტური სამაგრი.
22წთ.
5
 აქტივობის მიზანი- შეჯამება / შეფასება
მასწავლებელი აჯამებს გაკვეთილს და აფასებს მოსწავლეებს შეფასების რუბრიკით. გააკეთონ გამოხმაურება იმის შესახებ რამდენად საინტერესო იყო  კონკრეტული გაკვეთილი.
მოსწავლეების შეფასება ხდება განმავითარებელი შეფასების რუბრიკით.
ვერბალური ახსნა
საერთო საკლასო
 განმავითარებელი (კომენტარი) 

6 წთ.

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:  მოსწავლემ  შეძლო მიმიკის გაცნობიერება.
გადმოცა,  ვიზუალური დეტალების საფუძველზე ხელოვნების ჟანრში-  პორტრეტში
ემოციები და განწყობილება, იმსჯელა სათანადო ნიმუშებზე,გამოავლინა
 პრაქტიკული და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები.
შეფასება: განმავითარებელი შეფასების რუბრიკა.
კრიტერიუმები/შეფასება
კარგი
საშუალო
საჭიროებს გაუმჯობესებას
1.ჯგუფის წევრების ჩართულობა მუშაობის პროცესში
ყველა ჩართულია მუშაობის პროცესში
უმრავლესობა ჩართულია ჯგუფში
ჯგუფში ყველა წევრი არ არის ჩართული.
2.კითხვა-პასუხის რეჟიმში მსჯელობისას თემასთან შესატყვისობა, შესაბამისი ტერმინოლოგიის გამოყენება.
მსჯელობს შესაბამისი ტერმინოლოგიების გამოყენებით, აზრს გადმოსცემს მკაფიოდ და გასაგებად.
მსჯელობს თემასთან შესაბამისი ტერმინოლოგიით, აზრს გასაგებად გადმოსცემს.
მსჯელობის დროს ვერ გადმოსცემს მკაფიოდ და დასაბუთებულად აზრს.
3.პრაქტიკული სამუშაოს შესრულება, ნამუშევრებში მასალის და ტექნიკის დასახული მიზნის შესაბამისად გამოყენება.
პრაქტიკული სამუშაოს შესრულებისას პორტრეტში გადმოცემს ემოციას.ნამუშევრის შესრულების დროს შემოქმედებითად იყენებს შესაბამის მასალას.
იყენებს შესაბამის მასალას პრაქტიკული ნამუშევრის შესრულების დროს.გადმოცემს ემოციას პორტრეტში შესაბამისად.
პრაქტიკულ ნამუშევარში იყენებს მასალას შესაბამისად, მაგრამ ვერ გადმოსცემს პორტრეტში ემოციას.
4.ნამუშევრის წარდგენა-პრეზენტაცია .
ახდენს შესრულებული პრაქტიკული ნამუშევრის პრეზენტაციას. ნათლად გადმოსცემს აზრს, მეტყველებს გამართულად.
პრეზენტაციის დროს ნათლად  გადმოსცემს აზრს.
პრეზენტაციის დროს უჭირს  აზრის ჩამოყალიბება.

გაკვეთილის გეგმა N 3
მასწავლებლის სახელი, გვარი:  შორენა აბრამიშვილი
საგანი:   სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
სწავლების საფეხური / კლასი:  დაწყებითი საფეხური / V2 კლასი
მოსწავლეთა (მათ შორის სსსმ მოსწავლეთა) რაოდენობა:   24 მოსწავლე, კლასში სსსმ მოსწავლე არ არის
გაკვეთილის თემა:  კარიკატურა და შარჟი (გაკვეთილი პირველი)
გაკვეთილის მიზანი:  მოსწავლემ გააცნობიეროს იუმორისტული  ნახატის- კარიკატურის არსი, გამოავლინოს გრაფიკული ნამუშევრის   შექმნის ძირითადი ხერხების ფლობა, საკუთარი პოზიციის გამოხატვა და დასაბუთება.
გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან:
..V.1. მოსწავლემ უნდა შეძლოს საკუთარ ინტერესებსა და გამოცდილებაზე დაყრდნობით, სახვითი ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების მიზანმიმართულად გამოყენება ნამუშევარში ჩანაფიქრის, იდეის, გუნება-განწყობის (ემოციების) და შთაბეჭდილებების გადმოსაცემად.
  • იყენებს სხვადასხვა ტიპისა და სისქის ხაზს, კონტურსა და შტრიხს;
  • ირჩევს სასურათე სიბრტყის ვერტიკალურ ან ჰორიზონტალურ პოზიციას ჩანაფიქრის უკეთ გადმოსაცემად;
  • გამოსახულებას გააზრებულად ანაწილებს სასურათე სიბრტყეზე;
  • სხვადასხვა ხერხით (ფორმით, ზომით, ფერით) გამოყოფს ნამუშევარში მთავარს;
  • სხვადასხვა მხატვრული ხერხით ნამუშევარში გადმოსცემს დინამიკასა და სტატიკას (ფიგურების მოძრაობა, ქარი).
..V.3. მოსწავლემ უნდა შეძლოს თანაკლასელებთან თანამშრომლობით (წყვილში, გუნდში) შესასრულებელი სამუშაოს დაგეგმვა და განხორციელება შემოქმედებითი და საორგანიზაციო პრობლემის გადასაჭრელად.
  • ერთობლივი მუშაობისას (ღონისძიების დაგეგმვა/განხორციელება, ნამუშევრის შექმნა წყვილში/ჯგუფში) უზიარებს თანაკლასელებს განსხვავებულ მოსაზრებებს, იდეებს, მათთან ერთად იღებს საერთო გადაწყვეტილებებს;
  • თანამშრომლობს სხვებთან საერთო პრობლემის გადაჭრისას;
  • იცავს დროის ლიმიტს ყველა ტიპის აქტივობის შესრულებისას.
..V.4. მოსწავლემ უნდა შეძლოს ინდივიდუალური და ერთობლივი ნამუშევრის წარდგენა; აზრის, იდეების, შთაბეჭდილებების გაზიარება და მიღებულ ცოდნაზე დაყრდნობით საუბარი გამოყენებული ხერხების შესახებ საკუთარ, თანაკლასელთა ან ცნობილ ხელოვანთა ნამუშევრებში შესაბამისი ტერმინოლოგიის გამოყენებით.
  • ინდივიდუალური, ერთობლივი ნამუშევრის წარდგენისას საუბრობს ჩანაფიქრის, იდეის შესახებ და გამოყენებულ პრინციპებზე, ელემენტებზე, ხერხებზე, მასალაზე, ტექნიკაზე და სხვ.;
  • იყენებს შესაბამის ტერმინებს ნამუშევარზე საუბრისას;
  • უსმენს, აცდის სხვებს აზრის გამოთქმას მსჯელობის, დისკუსიის დროს, სვამს და პასუხობს კითხვებს, ურჩევს და თავად იღებს რჩევებს, ხმარობს კორექტულ გამოთქმებს;
  • ნამუშევრის წარდგენისას მხარს უჭერს და ამხნევებს თანაკლასელებს.

N
აქტივობის მიზანი და აღწერა
გამოყენებული მეთოდი/ მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა /ფორმები
სასწავლო რესურსები (დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების მიზანშეწონილება სასწავლო მიზანთან მიმართებით)
დრო (წთ.)
1
აქტივობის მიზანი:  საორგანიზაციო საკითხების მოგვარება და გაკვეთილის თემის და მიზანის გაცნობა.
აქტივობის აღწერა:  მასწავლებელი კითხულობს სიას, მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის თემას, მიზანს და შეფასების რუბრიკას (საკლასო ოთახში წინასწარ გამოკრულია გაკვეთილის თემა, მიზანი და შეფასების რუბრიკა).
ვერბალური ახსნა
საერთო საკლასო
საკლასო ოთახში გამოკრულია გაკვეთილის თემა,გაკვეთილის მიზანი და შეფასების რუბრიკა.
 2 წთ.
2
 აქტივობის მიზანი:  მოსწავლეთა დაინტერესება.
აქტივობის აღწერა: მოსწავლეთა გამოწვევა, მაპროვოცირებელი კითხვებით.
·         რა იციან იუმორისტულ ნახატის შესახებ?
·         როგორი ნამუშევრები უნახავთ და რა შთაბეჭდილება მოუხდენიათ მათზე?
·         ხომ არ უცდიათ სახალისო, იუმორისტული ნახატების შექმნა?
კითხვა/ პასუხი
საერთო საკლასო

5 წთ
3
 აქტივობა მიზანი:   ილუსტრაციებზე დაკვირვება, მსჯელობა.
ქტივობის აღწერა:  მასწავლებელი კლასს წარუდგენს სხვადასხვა ილუსტრაციას power point-ის დახმარებით და პროვოცირების მიზნით კითხვა/პასუხის რეჟიმით ცდილობს მოსწავლეების აზრის დაფიქსირებას.

კითხვა/პასუხი

მთელი კლასი

Power point, კომპიუტერი და პროექტორი, რომელიც  დაეხმარება მოსწავლეებს ვიზუალურ აღქმაში.

10 წთ.
4
აქტივობის მიზანი -პრაქტიკული სამუშაოს შესრულება და ნამუშევრების პრეზენტაცია.  
    აქტივობის აღწერა:
·         მოსწავლეები ერთობლივად მსჯელობენ იმ უარყოფით თვისებებზე, რომელიც მათი თანატოლების უმრავლესობას ახასიათებს (მაგ:მოუწესრიგებლობა, სიზარმაცე, ქცევის წესების დარღვევა სხვადასხვა სახით და ა. შ.)
·         მსჯელობის პროცესში მოსწავლეები  შექმნიან მათ მიერ შერჩეულ საინტერესო თემატიკაზე კარიკატურებს. სამუშაოს დასრულების შემდეგ წარადგენენ თავიანთ ნამუშევრებს თემატიკის მიხედვით და მოკლედ განმარტავენ, თუ როგორ გადმოსცეს   კარიკატურის საშუალებით თავიანთი ჩანაფიქრი.

მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.

ჯგუფური

ფურცელი, უბრალო ფანქარი,საშლელი, დაფა, მაგნიტური სამაგრი.
20წთ.
5
 აქტივობის მიზანი- შეჯამება
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი აჯამებს გაკვეთილს დამხმარე კითხვებით.
·         თქვენი აზრით არის თუ არა ხელოვნების სერიოზული სახეობა კარიკატურა?
·         რა არის კარიკატურის მიზანი? იმსჯელეთ ამ საკითხის ირგვლივ.
კითხვა/პასუხი
საერთო საკლასო

6 წთ.
6
 აქტივობის მიზანი- შეფასება
მასწავლებელი აფასებს მოსწავლეებს შეფასების რუბრიკით.
მოსწავლეების შეფასება ხდება განმავითარებელი შეფასების რუბრიკით.

ვერბალური ახსნა
საერთო საკლასო
 განმავითარებელი (კომენტარი) 

2 წთ.

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:   მოსწავლემ გააცნობიერა იუმორისტული 
ნახატის- კარიკატურის არსი, გამოავლინა გრაფიკული ნამუშევრის 
 შექმნის ძირითადი ხერხების ფლობა, საკუთარი პოზიციის გამოხატვა და დასაბუთება.

შეფასება: განმავითარებელი შეფასების რუბრიკა.
კრიტერიუმები/შეფასება
კარგი
საშუალო
საჭიროებს გაუმჯობესებას
1ჯგუფის წევრების ჩართულობა მუშაობის პროცესში.
ყველა ჩართულია მუშაობის პროცესში
უმრავლესობა ჩართულია ჯგუფში
ჯგუფში ყველა წევრი არ არის ჩართული.
2.კითხვა-პასუხის რეჟიმში მსჯელობისას თემასთან შესატყვისობა, შესაბამისი ტერმინოლოგიის გამოყენება.
მსჯელობს შესაბამისი ტერმინოლოგიების გამოყენებით, აზრს გადმოსცემს მკაფიოდ და გასაგებად.
მსჯელობს თემასთან შესაბამისი ტერმინოლოგიით, აზრს გასაგებად გადმოსცემს.
მსჯელობის დროს ვერ გადმოსცემს მკაფიოდ და დასაბუთებულად აზრს.
3. .პრაქტიკული სამუშაოში შექმნისას სათანადო მხატვრული ხერხების გამოყენება.  ნამუშევრებში მასალის და ტექნიკის დასახული მიზნის შესაბამისად გამოყენება.
პრაქტიკული ნამუშევრის- კარიკატურის ნიმუშების  შესრულების დროს შემოქმედებითად იყენებს შესაბამის მასალას და მხატვრულ ხერხებს.
იყენებს შესაბამის მასალას და მხატვრულ ხერხებს პრაქტიკული ნამუშევრის შესრულების დროს.
პრაქტიკულ ნამუშევარში ვერ იყენებს   მხატვრულ ხერხებს   სათანადოდ.
4.ნამუშევრის წარდგენა-პრეზენტაცია .
ახდენს შესრულებული პრაქტიკული ნამუშევრის პრეზენტაციას. ნათლად გადმოსცემს აზრს, მეტყველებს გამართულად.
პრეზენტაციის დროს ნათლად  გადმოსცემს აზრს.
პრეზენტაციის დროს უჭირს  აზრის ჩამოყალიბება.

გაკვეთილის გეგმა N 4
მასწავლებლის სახელი, გვარი:  შორენა აბრამიშვილი
საგანი:   სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
სწავლების საფეხური / კლასი:  დაწყებითი საფეხური / V2 კლასი
მოსწავლეთა (მათ შორის სსსმ მოსწავლეთა) რაოდენობა: 24 მოსწავლე, კლასში სსსმ მოსწავლე არ არის
გაკვეთილის თემა:  კარიკატურა და შარჟი (გაკვეთილი მეორე)
გაკვეთილის მიზანი:  მოსწავლემ გააცნობიეროს იუმორისტული  ნახატის სახეობის - შარჟისთვის დამახასიათებელ თავისებურება. იმსჯელოს კარიკატურის და შარჟის მსგავსება-განსხვავებაზე. გამოავლინოს გრაფიკული ნამუშევრის   შექმნის ძირითადი ხერხების ფლობა,  შეძლოს საკუთარი პოზიციის გამოხატვა და დასაბუთება.
გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან:
..V.1. მოსწავლემ უნდა შეძლოს საკუთარ ინტერესებსა და გამოცდილებაზე დაყრდნობით, სახვითი ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების მიზანმიმართულად გამოყენება ნამუშევარში ჩანაფიქრის, იდეის, გუნება-განწყობის (ემოციების) და შთაბეჭდილებების გადმოსაცემად.
  • იყენებს სხვადასხვა ტიპისა და სისქის ხაზს, კონტურსა და შტრიხს;
  • ირჩევს სასურათე სიბრტყის ვერტიკალურ ან ჰორიზონტალურ პოზიციას ჩანაფიქრის უკეთ გადმოსაცემად;
  • გამოსახულებას გააზრებულად ანაწილებს სასურათე სიბრტყეზე;
  • სხვადასხვა ხერხით (ფორმით, ზომით, ფერით) გამოყოფს ნამუშევარში მთავარს;
  • სხვადასხვა მხატვრული ხერხით ნამუშევარში გადმოსცემს დინამიკასა და სტატიკას (ფიგურების მოძრაობა, ქარი).
..V.4. მოსწავლემ უნდა შეძლოს ინდივიდუალური და ერთობლივი ნამუშევრის წარდგენა; აზრის, იდეების, შთაბეჭდილებების გაზიარება და მიღებულ ცოდნაზე დაყრდნობით საუბარი გამოყენებული ხერხების შესახებ საკუთარ, თანაკლასელთა ან ცნობილ ხელოვანთა ნამუშევრებში შესაბამისი ტერმინოლოგიის გამოყენებით.
  • ინდივიდუალური, ერთობლივი ნამუშევრის წარდგენისას საუბრობს ჩანაფიქრის, იდეის შესახებ და გამოყენებულ პრინციპებზე, ელემენტებზე, ხერხებზე, მასალაზე, ტექნიკაზე და სხვ.;
  • იყენებს შესაბამის ტერმინებს ნამუშევარზე საუბრისას;
  • უსმენს, აცდის სხვებს აზრის გამოთქმას მსჯელობის, დისკუსიის დროს, სვამს და პასუხობს კითხვებს, ურჩევს და თავად იღებს რჩევებს, ხმარობს კორექტულ გამოთქმებს;
  • ნამუშევრის წარდგენისას მხარს უჭერს და ამხნევებს თანაკლასელებს.

N
აქტივობის მიზანი და აღწერა
გამოყენებული მეთოდი/ მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა /ფორმები
სასწავლო რესურსები (დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების მიზანშეწონილება სასწავლო მიზანთან მიმართებით)
დრო (წთ.)
1
აქტივობის მიზანი:  საორგანიზაციო საკითხების მოგვარება და გაკვეთილის თემის და მიზანის გაცნობა.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი კითხულობს სიას, მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის თემას, მიზანს და შეფასების რუბრიკას (საკლასო ოთახში წინასწარ გამოკრულია გაკვეთილის თემა, მიზანი და შეფასების რუბრიკა).
ვერბალური ახსნა
საერთო საკლასო
საკლასო ოთახში გამოკრულია გაკვეთილის თემა,გაკვეთილის მიზანი და შეფასების რუბრიკა.
 2 წთ.
2
აქტივობის მიზანი:  წინარე ცოდნის გააქტიურება
აქტივობის აღწერა: წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით მასწავლებელი მოსწავლეებს უსვამს კითხვას:
  •  რა იცით  იუმორისტული ნახატის- კარიკატურის  შესახებ?

კითხვა/პასუხი

საერთო საკლასო

3 წთ
3
 აქტივობის მიზანი:  მოსწავლეების მიერ ილუსტრაციებზე დაკვირვებით  მსჯელობა შარჟის თავისებურებაზე და შესაბამისი დასკვნების გამოტანა.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი კლასს წარუდგენს სხვადასხვა ილუსტრაციას power point-ის დახმარებით და პროვოცირების მიზნით კითხვა/პასუხის რეჟიმით ცდილობს მოსწავლეების აზრის დაფიქსირებას. მოსწავლეები აკვირდებიან ილუსტრაციებს, ეცნობიან შარჟის სახეობას და მსჯელობენ მის თავისებურებაზე.
კითხვა/ პასუხი
საერთო საკლასო
 Power point, კომპიუტერი და პროექტორი, რომელიც   დაეხმარება მოსწავლეებს ვიზუალურ აღქმაში.

7 წთ
4
 აქტივობა მიზანი:   მსჯელობა  ნამუშევრების მსგავსება/განსხვავებაზე .    
ქტივობის აღწერა:  მოსწავლეები მსჯელობენ კარიკატურისა და შარჟის მსგავსება- განსხვავებაზე, მასწავლებლის მიერ დაფაზე დახაზული ვენის დიაგრამის გამოყენებით.

კითხვა/პასუხი

მთელი კლასი
დაფა, ცარცი, რომელიც  დაეხმარება მოსწავლეებს ვიზუალურ აღქმაში.

7 წთ.
5
აქტივობის მიზანი -პრაქტიკული სამუშაოს შესრულება და ნამუშევრების პრეზენტაცია.  
    აქტივობის აღწერა:
·         მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს,დააკვირდნენ ერთმანეთის იერსახეს, გაითვალისწინონ ხასიათი, კონკრეტული ემოცია, რომელიც უნდა გადმოცენ შარჟში. შემდეგ კი სცადონ ცალკეული ნაკვთების გაზვიადებულად გადმოცემით, სახალისო, მეგობრული შარჟის შექმნა.
·         მოსწავლეები პრაქტიკული ნამუშევრის შექმნის შემდეგ, წარმოადგენენ თავიანთ ნამუშევარს და მასწავლებლის მითითებით გამოიცნობენ ერთმანეთის გაშარჟებულ პორტრეტებს.

მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.

ინდივიდუალური

ფურცელი, უბრალო ფანქარი,საშლელი, დაფა, მაგნიტური სამაგრი.
20წთ.
6
 აქტივობის მიზანი- შეჯამება
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი აჯამებს გაკვეთილს დამხმარე კითხვით.
·         რა არის კარიკატურის და შარჟის მიზანი? იმსჯელეთ ამ საკითხის ირგვლივ.

კითხვა/პასუხი
მსჯელობა
საერთო საკლასო

4 წთ.
7
 აქტივობის მიზანი- შეფასება
მასწავლებელი აფასებს მოსწავლეებს შეფასების რუბრიკით.
მოსწავლეების შეფასება ხდება განმავითარებელი შეფასების რუბრიკით.

ვერბალური ახსნა
საერთო საკლასო
 განმავითარებელი (კომენტარი) 

2 წთ.

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:   მოსწავლემ გააცნობიერა იუმორისტული
 ნახატის სახეობის - შარჟისთვის დამახასიათებელი თავისებურება. იმსჯელა
კარიკატურის და შარჟის მსგავსება-განსხვავებაზე. გამოავლინა გრაფიკული
 ნამუშევრის   შექმნის ძირითადი ხერხების ფლობა, შეძლო საკუთარი
პოზიციის გამოხატვა და დასაბუთება.

შეფასება: განმავითარებელი შეფასების რუბრიკა.
კრიტერიუმები/შეფასება
კარგი
საშუალო
საჭიროებს გაუმჯობესებას
1.კითხვა-პასუხის რეჟიმში მსჯელობისას თემასთან შესატყვისობა, შესაბამისი ტერმინოლოგიის გამოყენება.
მსჯელობს შესაბამისი ტერმინოლოგიების გამოყენებით, აზრს გადმოსცემს მკაფიოდ და გასაგებად.
მსჯელობს თემასთან შესაბამისი ტერმინოლოგიით, აზრს გასაგებად გადმოსცემს.
მსჯელობის დროს ვერ გადმოსცემს მკაფიოდ და დასაბუთებულად აზრს.
2.პრაქტიკული სამუშაოში  ნიმუშების შექმნისას სათანადო მხატვრული ხერხების გამოყენება.  ნამუშევრებში მასალის და ტექნიკის დასახული მიზნის შესაბამისად გამოყენება.
პრაქტიკული ნამუშევრის- შარჟის ნიმუშების შექმნისას  შემოქმედებითად იყენებს შესაბამის მასალას და მხატვრულ ხერხებს.
იყენებს შესაბამის მასალას და მხატვრულ ხერხებს პრაქტიკული ნამუშევრის შესრულების დროს.
პრაქტიკულ ნამუშევარში  იყენებს მასალას და მხატვრულ ხერხებს ვერ გამოხატავს სათანადოდ.
3.ნამუშევრის წარდგენა-პრეზენტაცია .
ახდენს შესრულებული პრაქტიკული ნამუშევრის პრეზენტაციას. ნათლად გადმოსცემს და ასაბუთებს საკუთარ აზრს.
პრეზენტაციის დროს ნათლად  გადმოსცემს აზრს.
პრეზენტაციის დროს უჭირს  აზრის ჩამოყალიბება.

გაკვეთილის გეგმა N 5
მასწავლებლის სახელი, გვარი:  შორენა აბრამიშვილი
საგანი:   სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
სწავლების საფეხური / კლასი:  დაწყებითი საფეხური / V2 კლასი
მოსწავლეთა (მათ შორის სსსმ მოსწავლეთა) რაოდენობა: 24 მოსწავლე, კლასში სსსმ მოსწავლე არ არის
გაკვეთილის თემა:  ადამიანის პროპორციები  ხელოვნებაში
გაკვეთილის მიზანი:  მოსწავლემ გააცნობიეროს საგნის და ადამიანის სხეულის ძირითადი პროპორციული თანაფარდობის თავისებურება, შეძლოს სახვით ხელოვნების ნიმუშებზე დაკვირვების შედეგად საკუთარი მოსაზრებების გამოხატვა და დასაბუთება, პრაქტიკული და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების გამოვლენა.
გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან:
..V.1. მოსწავლემ უნდა შეძლოს საკუთარ ინტერესებსა და გამოცდილებაზე დაყრდნობით, სახვითი ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების მიზანმიმართულად გამოყენება ნამუშევარში ჩანაფიქრის, იდეის, გუნება-განწყობის (ემოციების) და შთაბეჭდილებების გადმოსაცემად.
  • გადმოსცემს  საგნის საერთო პროპორციას.
..V.2. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა მასალისა და ტექნიკის მიზანმიმართულად შერჩევა და გამოყენება საკუთარი ჩანაფიქრის და იდეის განსახორციელებლად.
·         ავითარებს მრავალფეროვანი მასალისა და ტექნიკის (ტრადიციული, არატრადიციული)გამოყენების ხერხებს სხვადასხვა ჟანრის ნამუშევრების შესაქმნელად (პორტრეტი, ნატურმორტი, პეიზაჟი, ყოფითი ჟანრი);
..V.4. მოსწავლემ უნდა შეძლოს ინდივიდუალური და ერთობლივი ნამუშევრის წარდგენა; აზრის, იდეების, შთაბეჭდილებების გაზიარება და მიღებულ ცოდნაზე დაყრდნობით საუბარი გამოყენებული ხერხების შესახებ საკუთარ, თანაკლასელთა ან ცნობილ ხელოვანთა ნამუშევრებში შესაბამისი ტერმინოლოგიის გამოყენებით.
  • ინდივიდუალური, ერთობლივი ნამუშევრის წარდგენისას საუბრობს ჩანაფიქრის, იდეის შესახებ და გამოყენებულ პრინციპებზე, ელემენტებზე, ხერხებზე, მასალაზე, ტექნიკაზე და სხვ.;
  • საუბრობს ნამუშევრის შინაარსზე, ჟანრზე, დარგზე, აღძრულ შთაბეჭდილებებზე, განწყობილებაზე (რა განწყობილებას უქმნის ესა თუ ის ხაზი, ფერი, ფორმა და სხვ.) და საკუთარ დამოკიდებულებაზე ხელოვნების ნაწარმოების მიმართ;

N
აქტივობის მიზანი და აღწერა
გამოყენებული მეთოდი/ მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა /ფორმები
სასწავლო რესურსები (დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების მიზანშეწონილება სასწავლო მიზანთან მიმართებით)
დრო (წთ.)
1
აქტივობის მიზანი: საორგანიზაციო საკითხების მოგვარება და გაკვეთილის თემის და მიზანის გაცნობა.
აქტივობის აღწერა:  მასწავლებელი კითხულობს სიას, მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის თემას, მიზანს და შეფასების რუბრიკას (საკლასო ოთახში წინასწარ გამოკრულია გაკვეთილის თემა, მიზანი და შეფასების რუბრიკა).
ვერბალური ახსნა
საერთო საკლასო
საკლასო ოთახში გამოკრულია გაკვეთილის თემა,გაკვეთილის მიზანი და შეფასების რუბრიკა.
 2 წთ.
2
აქტივობის მიზანი: გამოწვევა და წინარე ცოდნის გააქტიურება.
აქტივობის აღწერა:  გამოწვევისა და წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით მასწავლებელი აჩვენებს ილუსტრაციას, სადაც წარმოდგენილი იქნება ხელოვნების ორი ნიმუში (რეალისტური და არარეალისტური გამოსახულებით)  სთხოვს მოსწავლეებს   გაიხსენონ რომელ გამომსახველობით ხერხებს და ელემენტებს იყენებს მხატვარი რეალისტური და არარეალისტური ნამუშევრის შექმნის დროს?
კითხვა/პასუხი
საერთო საკლასო
 ელექტრონული ილუსტრაცია.
მასწავლებლის მიერ შერჩეული ნიმუში- ილუსტრაცია,რომელსაც გამოიყენებს მოსწავლეების მოტივაციის და გამოწვევის მიზნით.

10 წთ
3
 აქტივობა მიზანი:   ილუსტრაციებზე დაკვირვება, მსჯელობა და შესაბამისი დასკვნების გამოტანა. 
აქტივობის აღწერა:  მასწავლებელი მიმართავს მოსწავლეებს თხოვნით, წაიკითხონ წიგნში მოცემული პროპორციის განმარტება გვ.54, შემდეგ  მიუთითებს კლასს წიგნში მოცემულ ილუსტრაციებზე (გვ.54-გვ.55)  და პროვოცირების მიზნით კითხვა/პასუხის რეჟიმით ცდილობს მოსწავლეების აზრის დაფიქსირებას თუ რომელ ნიმუშშია დაცული ადამიანის სხეულისა თუ სახის რეალური პროპორციები?რომელშია პროპორციები დარღვეული?
მსჯელობა
მთელი კლასი
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სახელმძღვანელო- V კლასი,
(ავტორი:ნანა მაჭარაშვილი, მაია მაჭარაშვილი, ნინო სილაგაძე, ნათელა ჯაბუა)
რომელიც  დაეხმარება მოსწავლეებს წარმოსახვასა და ვიზუალურ აღქმაში.

10 წთ.
4
 აქტივობის მიზანი -პრაქტიკული სამუშაოს შესრულება და პრეზენტაცია, სადაც მოსწავლეები გამოავლენენ პროპორციის აგების პრინციპს.  
    აქტივობის აღწერა:
·         მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს გამოსახონ ადამიანის ფიგურები, სადაც ყურადღებას გაამახვილებენ მოძრაობის მრავალფეროვან ვარიანტებზე,გამოიყენებენ ადამიანის პროპორციული აგების, აგრეთვე მოძრაობის გადმოცემის სხვადასხვა ხერხს.
·         მოსწავლეები აღნიშნავენ თუ რა ჩანაფიქრი ჰქონდათ და რა ხერხები გამოიყენეს ნამუშევრის შექმნისას. შეძლეს თუ არა ჩანაფიქრის განხორციელება.

მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.
ინდივიდუალური
ფერადი ფანქრები, უბრალო ფანქარი, აკვარელი, გუაში (მოსწავლის არჩევანით), ფურცელი, საშლელი,ფუნჯები, წყლის ჭურჭელი, დაფა, მაგნიტური სამაგრი.
20 წთ.
5
 აქტივობის მიზანი- შეჯამება / შეფასება
მასწავლებელი აჯამებს გაკვეთილს კითხვით
  • არის თუ არა მთავარი პროპორცია ნამუშევარში რეალისტური გამოსახულების  შესაქმნელად? რატომ?
მოსწავლეების შეფასება ხდება განმავითარებელი შეფასების რუბრიკით.
ვერბალური ახსნა
საერთო საკლასო
 განმავითარებელი (კომენტარი) 

3 წთ.

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:  მოსწავლემ გააცნობიერა საგნის და ადამიანის
სხეულის ძირითადი პროპორციული თანაფარდობის თავისებურება, შეძლო
 სახვით ხელოვნების ნიმუშებზე დაკვირვებით  საკუთარი მოსაზრებების
გამოხატვა და დასაბუთება, გამოავლინა პრაქტიკული და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევა.

შეფასება: განმავითარებელი შეფასების რუბრიკა.
კრიტერიუმები/შეფასება
კარგი
საშუალო
საჭიროებს გაუმჯობესებას
1.კითხვა-პასუხის რეჟიმში ილუსტრაციებზე დაკვირვებით მსჯელობა.
კითხვა-პასუხის რეჟიმში ილუსტრაციებზე დაკვირვებით მსჯელობს გამოსახულების შესაბამის თანაფარდობაზე ტერმინოლოგიის გამოყენებით.
მსჯელობს თემასთან შესაბამისი ტერმინოლოგიით, აზრს გასაგებად გადმოსცემს.
მსჯელობის დროს ვერ გადმოსცემს მკაფიოდ და დასაბუთებულად აზრს.
2.პრაქტიკულ ნამუშევრებში მასალის და ტექნიკის დასახული მიზნის შესაბამისად გამოყენება.
პრაქტიკული ნამუშევრის შესრულების დროს შემოქმედებითად იყენებს შესაბამის მასალას და პროპორციის აგების პრინციპს.
იყენებს შესაბამის მასალას პრაქტიკული ნამუშევრის შესრულების დროს.მეტ-ნაკლებად გადმოცემს გამოსახულებაში პროპორციებს.
პრაქტიკულ ნამუშევარში  იყენებს მასალას, ვერ ფლობს პროპორციის აგების პრინციპს შესაბამისად.
3.ნამუშევრის წარდგენა-პრეზენტაცია .
ახდენს შესრულებული პრაქტიკული ნამუშევრის პრეზენტაციას. ნათლად გამოთქვამს  და ასაბუთებს საკუთარ  აზრს.