სამოდელო გაკვეთილები



ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა   N2
მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი: შორენა აბრამიშვილი 
საგანი: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
სწავლების საფეხური/კლასი:  დაწყებითი საფეხური,  IV2კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 24. სსსმ - 0.
გაკვეთილის თემა:   ,,პროფესია-დიზაინერი“
გაკვეთილის ტიპი: ინტეგრირებული ( სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება,  ქართული ენა და ლიტერატურა)
გაკვეთილის მიზანი:
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება:   მოსწავლეებმა შეძლონ დიზაინის პროფესიის სპეციფიკის გაცნობიერება, სათანადო ნიმუშებზე მსჯელობა და პროფესიისადმი საკუთარი პოზიციის პრაქტიკულ საქმიანობაში გამოხატვა, გამოავლინონ ჯგუფური მუშაობისა და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები.
ქართული: მოსწავლეებმა შეძლონ ილუსტრაციებზე დაკვირვებით მათი შესატყვისი ტერმინის ამოცნობა და დაკავშირება სინონიმურ წყვილებთან, ახალი ლექსიკური ერთეულის  კონტექსტის მიხედვით სწორად გამოყენება.
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგი:
საგანი - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
ს.გ.IV.3 მოსწავლემ უნდა შეძლოს თანაკლასელებთან თანამშრომლობით (წყვილში, გუნდში) შესასრულებელი სამუშაოს
დაგეგმვა და განხორციელება.
·         ერთობლივი მუშაობისას (ღონისძიების დაგეგმვა/განხორციელება, ნამუშევრის შექმნა წყვილებში/ჯგუფებში) უზიარებენ თანაკლასელებს განსხვავებულ მოსაზრებებს, იდეებს, მათთან ერთად იღებს საერთო გადაწყვეტილებებს.
·         იჩენს სხვებთან თანამშრომლობის ინიციატივასა და ეხმარება თანაკლასელებს.
·         იცავს დროის ლიმიტს ყველა ტიპის აქტივობის შესრულებისას.
ს.გ.IV.4. მოსწავლემ უნდა შეძლოს ინდივიდუალური და ერთობლივი ნამუშევრის წარდგენა; აზრის, იდეების, შთაბეჭდილებების გაზიარება და საუბარი საკუთარ თანაკლასელთან ან ცნობილ ხელოვანთა ნამუშევრებზე შესაბამისი ტერმინოლოგიის გამოყენებით.

·         ინდივიდუალური, ერთობლივი ნამუშევრის წარდგენისას საუბრობს ჩანაფიქრის, იდეის შესახებ (თუ რისი ასახვა სურდა), ასახელებს გამოყენებულ ელემენტებს (მაგ: ხაზი, ფორმა, ფერი), პრინციპებს ( მაგ: რიტმული გამოსახულებები), მასალა და სხვა.
·         სხვებს უზიარებს საკუთარ შთაბეჭდილებებს თანაკლასელთა ან ცნობილ მხატვართა ნამუშევრის შესახებ (ნამუშევრის შინაარსზე, ჟანრზე, დარგზე, რა მოსწონს და რა არ მოსწონს), და ცდილობს დაასაბუთოს საკუთრი პოზიცია.
·         საუბრისას იყენებს შესაბამის ტერმინოლოგიას (მასალის ჩამოთვლისას, სახვითი ხელოვნების ელემენტების დასახელებისას, მაგ: სქელი კონტური გამოვიყენე და სხვ.);

ს.გ.IV.5. მოსწავლემ უნდა შეძლოს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგებისა და ზოგიერთი ჟანრის განსხვავება ერთმანეთისგან, მათი დაკავშირება ყოველდღიურ ცხოვრებასთან და სხვა საგნებში განვლილ მასალასთან.
·         ასახელებს და ახასიათებს სახვითი ხელოვნების დარგებთან დაკავშირებულ პროფესიებს (მხატვარი, მოქანდაკე, არქიტექტორი და სხვა.);

საგანი - ქართული

ქართ.დაწყ.(I).4. მოსწავლემ უნდა შეძლოს ნაცნობი ლექსიკისა და ენობრივ-სინტაქსური კონსტრუქციების სათანადოდ გამოყენება; მართლმეტყველებისა და სამეტყველო ეტიკეტის საბაზისო ნორმების დაცვა.
·         ყოფითი სიტუაციების აღწერისას სათანადოდ რთავს მეტყველებაში სპეციფიკურ ლექსიკას.
·         მასწავლებლის მიერ მითითებული ნიმუშების მიხედვით შემოქმედებითად იყენებს სიტყვათა სემანტიკურ კავშირებს (სინონიმებს, ანტონიმებს...)
ქართ.დაწყ.(I).12. მოსწავლემ უნდა შეძლოს კითხვის ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად.
·         ამოიცნობს უცნობი სიტყვების/გამოთქმების მნიშვნელობას ნაცნობი ელემენტების (ილუსტრაციების, ნაცნობი ფუძის, კონტექსტისა და სხვა.) დახმარებით.
ქართ.დაწყ.(I).14. მოსწავლემ უნდა შეძლოს ნაცნობი ლექსიკის, ენობრივ-სინტაქსური კონსტრუქციებისა და სტრუქტურული ელემენტების ადეკვატურად გამოყენება; კალიგრაფიისა და მართლწერის საბაზისო ნომრების დაცვა.
·         აკვირდება სიტყვათა ლექსიკურ მნიშვნელობას და კონტექსტის გათვალისწინებით შეურჩევს მათ ადგილს.



აქტივობის მიზანი და აღწერა
გამოყენებული მეთოდი/
მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა
სასწავლო რესურსები
დრო
1
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება. გაკვეთილის თემის, მიზნის, შეფასების რუბრიკის და  ქცევის წესების გაცნობა. მოსწავლეები წინასწარ არიან დაყოფილი 4 ჯგუფად.

მთელი კლასი
საკლასო ჟურნალი. გაკვეთილის მიზანი, განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკა და  ქცევის წესები გამოკრულია წინასწარ საკლასო ოთახში
2 წთ
2
წინარე ცოდნის გააქტიურება:
წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით მასწავლებელი მოსწავლეებს უსვამს კითხვას:
აქტივობის აღწერა
კითხვები წინარე ცოდნის გასააქტიურებლად:
  • დაასახელეთ სახვითი ხელოვნების დარგები და განმარტეთ თითოეული.
შედეგად: მოსწავლეები კითხვაზე პასუხის  გაცემით გაიაქტიურებენ წინარე ცოდნას.
კითხვა-პასუხი
მთელი კლასი
3წთ
3
პროვოცირება - გონებრივი იერიში
მიზანი: მოსწავლეებმა უნდა შეძლონ ილუსტრაციებზე დაკვირვება, მსჯელობა დიზაინის სახეობების შესახებ და შესაბამისი დასკვნების გამოტანა.
მასწავლებელი კლასს წარუდგენს  სხვადასხვა ილუსტრაციას სლაიდ-შოუს დახმარებით და პროვოცირების მიზნით კითხვა-პასუხის რეჟიმით ცდილობს მოსწავლეების აზრის დაფიქსირებას  თუ რას წარმოადგენს მათთვის დიზაინი, როგორც  პროფესია.
·         რას ხედავთ სურათზე?
·         რა პროფესიის არის ადამიანი ვინც ქმნის ამ ნიმუშებს?
შედეგად: მოსწავლეები ილუსტრაციების დახმარებით გააცნობიერებენ დიზაინის, როგორც პროფესიის მნიშვნელობასა და როლს ადამიანის ცხოვრებაში.

კითხვა-პასუხი
მთელი კლასი
სლაიდ-შოუ,
პროექტორი,
კომპიუტერი.
6წთ
4
სიღრმისეული წვდომა
მასწავლებელი გამოიყენებს კოგნიტურ სქემას „სიტყვის რუკა“     
                                                                                  აქტივობის მიზანი-მოსწავლეებმა შეძლონ ილუსტრაციებზე დაკვირვებით მათი შესატყვისი ტერმინის ამოცნობა და დაკავშირება სინონიმურ წყვილებთან,
აქტივობა-ცნების განმარტება და ლექსიკურ ერთეულებზე მუშაობა
აქტივობის აღწერა-მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს სხვადასხვა დიზაინის ნიმუშებს და სთხოვს მათ, აღწერონ თითოეული სურათი, რის შემდეგაც მასწავლებელი სვამს კითხვას:
·         თქვენი აზრით, რომელი პროფესიის ადამიანი ქმნის მსგავს ნიმუშებს?
მოსწავლეები გამოთქვამენ ვარაუდებს, სწორ პასუხს მასწავლებელი წერს სიტყვის რუკაზე და სთხოვს მოსწავლეებს თავიანთი სიტყვებით განმარტონ ტერმინი „დიზაინერი“. მოსწავლეთა პასუხები განთავსდება პირველ გრაფაში.
პირველი გრაფის შევსების შემდეგ მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს მოიფიქრონ და დაასახელონ დიზაინერის სინონიმური წყვილები.
შედეგად: მოსწავლეები შეძლებენ ილუსტრაციების შესაბამისი ტერმინების ამოცნობას, დაკავშირებას სინონიმურ წყვილებთან, რაც ხელს შეუწყობს ლექსიკური მარაგის გამდიდრებას.
აქტივობა- ლექსიკური ერთეულებზე მუშაობა (კონტექსტში ჩასმა)
აქტივობის მიზანი- მოსწავლეებმა უნდა შეძლონ ახალი ლექსიკური ერთეულის კონტექსტის მიხედვით წინადადებაში სწორად გამოყენება.
აქტივობის აღწერა-მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს წინასწარ დარიგებულ ფურცლებზე მოიფიქრონ და დაწერონ წინადადებები, რომელშიც სწორად გამოიყენებენ ტერმინ „დიზაინერს“. დავალების
შესრულების შემდეგ მასწავლებელი რამდენიმე მოსწავლეს სთხოვს
წაიკითხონ და შემდეგ დაფაზე, მესამე გრაფაში განათავსონ მათ მიერ შესრულებული დავალება.
შედეგად: მოსწავლეები შეძლებენ ახალი ლექსიკური ერთეულების წინადადებაში  სწორად ჩასმას, რაც დაეხმარება მათ სწორად მეტყველებაში.

აქტივობა - პრაქტიკული სამუშაო
აქტივობის მიზანი- მოსწავლეებმა უნდა შეძლონ ახალი მასალის პრაქტიკაში გამოყენება.
მასწავლებელი ჯგუფებს აძლევს დავალებას: წარმოიდგინონ, რომ მხატვარ-დიზაინერები არიან და სხვადასხვა მასალის გამოყენებით შექმნან: I ჯგუფმა ტანსაცმლის დიზაინის ესკიზი, II ჯგუფმა -სამკაულის დიზაინის ესკიზი, III ჯგუფმა კედლის დეკორის (შპალერის ნიმუში) ესკიზი, IV ჯგუფმა  ჭურჭლის დიზაინის ესკიზი.
შედეგად : მოსწავლეები შეძლებენ დიზაინის პროფესიისადმი საკუთარი პოზიციის პრაქტიკულ საქმიანობაში გამოხატვას და გამოავლენენ ჯგუფური მუშაობისა და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევებს.



მთელი კლასი


















































ჯგუფები

ცარცი, დაფა, წებოვანი ფერადი ჩასანიშნი ფურცლები, სახატავი ფურცლები, საწერი კალმები













































გუაში, აკვარელი, ფუნჯები, ფერადი ფანქრები, სახატავი ფურცლები, წყლის ჭურჭელი

10 წთ


















































15წთ
5
შეჯამება-შეფასება:
მიზანი: მასწავლებელი გაკვეთილს აჯამებს პრეზენტაციის საშუალებით.
ჯგუფების მიერ შერჩეული მოსწავლეები გააკეთებენ პრეზენტაციას, მოსწავლეები იმსჯელებენ თითოეული ჯგუფის მიერ შექმნილ ნიმუშზე.
      საჭიროების შემთხვევაში მასწავლებელი სვამს დამატებით კითხვებს და აძლევს სიტყვიერ მითითებებს. მაგ: დაეხმარათ თუ არა სლაიდ-შოუ,   დიზაინის, როგორც პროფესია, გაცნობიერებაში.
   შედეგი: მოსწავლეები მოახდენენ ინტეგრაციას  ხელოვნებასა და ქართულში, გამოავლენენ,  დაეხმარათ თუ არა ილუსტრაციები, კოგნიტური სქემა  და პრაქტიკული სამუშაოები პროფესია- დიზაინერის გათვითცნობიერებასა და გააზრებაში.
 მოსწავლეების შეფასება ხდება განმავითარებელი შეფასების რუბრიკით.

პრეზენტაცია, განმავითარებელი
ინდივიდუალური, ჯგუფური
დაფა, დაფის მაგნიტები
7წთ
6
საშინაო დავალება:
მოსწავლეებმა უნდა დაწერონ მცირე ესსე თემაზე: „მე რომ დიზაინერი ვიყო“ და დაურთონ შესაბამისი ესკიზი

საერთო საკლასო
2 წთ


ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა N1
მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი: შორენა აბრამიშვილი 
საგნები: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება და საქართველოს ისტორია.
სწავლების საფეხური/კლასი: საბაზო საფეხური IX1 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა:  25,  სსსმ -  0.
გაკვეთილის თემა: ,,მრავალფეროვანი საქართველო“

გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლეები:
  •  ისწავლიან ერთი საგნის/თემის - ხელოვნება/ ,,მრავალფეროვანი საქართველო“ დაკავშირებას მეორე სასწავლო საგანთან/თემასთან - საქართველოს ისტორია/ისტორიის პერიოდიზაციის დაკავშირება ქართული ხუროთმოძღვრების განვითარებასთან, რაც ხელს შეუწყობს ცოდნის გამთლიანებას, შეძენილი ცოდნისა და უნარების ერთი სფეროდან მეორეში გადატანას - ტრანსფერს.
·         მოსწავლეები შეძლებენ ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების რეგიონალური თავისებურებების განხილვას.
·         მოსწავლეებს განუვითარდებათ მოვლენების აღწერისა და ისტორიული მნიშვნელობის შეფასების უნარი;
·         სათანადო ნიმუშებზე მსჯელობის შედეგად გამოავლენენ ჯგუფური მუშაობის, კრიტიკული აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობის,  საპრეზენტაციო და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევებს.

   გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგი:
საგანი - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
ს.გ.IX.4. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს სახვითი ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების ცოდნა ხელოვნების კონკრეტული ნიმუშის ანალიზის დროს.
·         გამოთქვამს მოსაზრებას ხელოვნების ნიმუშის მხატვრული ღირებულებების შესახებ და ცდილობს დაასაბუთოს საკუთარი აზრი.
 ს.გ.IX.5. მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და შეადარს ერთმანეთს  სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის ხელოვნების ნიმუშები.
·           ადარებს ერთმანეთს სხვადასხვა ისტორიული პერიოდის ხელოვნებას რამდენიმე მახასიათებლის მიხედვით (სტილი, თემა, ჟანრი);
·           კონკრეტული ნიმუშის მაგალითზე მსჯელობს , მსგავსება განსხვავებაზე რომელიც არსებობს სხვადასხვა პერიოდის ხელოვნებაში (ძველი, ახალი, თანამედროვე)
.გ.IX.6.  მოსწავლე იკვლევს და განმარტავს კონტექსტის გავლენას კონკრეტულ ნაწარმოებსა და ხელოვანის შემოქმედებაზე.
·         მსჯელობს თუ როგორ აისახება ეპოქის იდეური და სტილისტური ნიშნები ხელოვანის შემოქმედებაზე.
.გ.IX.7.  მოსწავლე იკვლევს საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხელოვნების ნიმუშებს და შეუძლია იმსჯელოს მათ
                შესახებ.
·         ასახელებს ხელოვნების დარგებს, რომლებიც ნიშანდობლივია ქართული ხელოვნებისთვის (ხეზე კვეთა, ჭედურობა, ქარგვა და სხვა.)
·         იკვლევს რა მსგავსება-განსხვავებაა საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხელოვნების ნიმუშებს შორის (არქიტექტურა, კედლის მხატვრობა და სხვა)
საგანი - საქართველოს ისტორია
ისტ. IX.6. მოსწავლე შეუძლია მსჯელობა საქართველოში არსებული რელიგიებისა და მათი აქ გავრცელების ისტორიული მიზეზების შესახებ.
·         აღწერს ქართული ეკლესიის სტრუქტურას და ახასიათებს მის იერარქიას.
ისტ. IX.7. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა ქართული კულტურის სხვადასხვა დარგის ჩამოყალიბებისა და განვითარების შესახებ.
·               ჩამოთვლის ქართული კულტურის ყველაზე მეტად წარმატებულ დარგებს.
·               მსჯელობს ყველაზე მნიშვნელოვანი ქართული ლიტერატურული და სახვითი ხელოვნების ძეგლების შექმნის
          ისტორიისა და მნიშვნელობის შესახებ.

აქტივობის აღწერა
მეთოდი/
მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა
სასწავლო რესურსი
დრო
1
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება. გაკვეთილის თემის, მიზნის, შეფასების რუბრიკის და  ქცევის წესების გაცნობა. მოსწავლეები წინასწარ არიან დაყოფილი 3 ჯგუფად.
მინი ლექცია
მთელი კლასი
საკლასო ჟურნალი. გაკვეთილის მიზანი, განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკა და  ქცევის წესები გამოკრულია წინასწარ საკლასო ოთახში
3 წთ
2
წინარე ცოდნის გააქტიურება:
აქტივობის აღწერა
კითხვები წინარე ცოდნის გასააქტიურებლად:
·         გაიხსენეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხის საცხოვრისის ტიპების სახასიათო ნიშნები;
·         რომელ საუკუნეებს მოიცავს შუა საუკუნეების პერიოდი საქართველოში?
·         არქიტექტურის რომელი სახეობა განვითარდა შუა საუკუნეების საქართველოში?
·         ილუსტრაციების დაკავშირება შესაბამის არქიტექტურულ ნიმუშებთან.
კითხვა-პასუხი
მთელი კლასი
ილუსტრაციები
5 წთ
3
 სიღრმისეული წვდომა                              
·         მინი ლექცია შუა საუკუნეების ქართულ ხუროთმოძღვრებაზე.
·         ახალი მასალის ინტერესის გაღვივებისა და ჩართულობის მიზნით მასწავლებელი  სვამს კითხვას: რა გავლენას ახდენს ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობა შუა საუკუნეების საქართველოს კულტურულ განვითარებაზე?

მინი-ლექცია, კითხვა-პასუხი
მთელი კლასი
Power-Point -ში მომზადებული სლაიდ-შოუ, პროექტორი
10 წთ
4
ცოდნის განმტკიცება: 
მასწავლებლის მიერ ჯგუფებს გადაეცემათ -
·         დავალება I. შუა საუკუნეების ეპოქის ნიმუშები (პირველ ჯგუფს ეძლევა ხუროთმოძღვრული ძეგლის ილუსტრაციები, მეორე ჯგუფს ეძლევა რელიეფის ილუსტრაციები და მესამე ჯგუფს ეძლევა ფრესკის ილუსტრაციები.) რომლის მიხედვითაც მათ უნდა იმსჯელონ  ხელოვნების ნიმუშებს შორის განსხვავებაზე და მსგავსებაზე. ვენის დიაგრამის გამოყენებით.
·         დავალება II. დაალაგონ მოცემული ილუსტრაციები ქრონოლოგიურად მათი შექმნის დროის მიხედვით.                                              

პრაქტიკული მუშაობა
ჯგუფები
ფურცლები დავალებით, საწერი კალამი,
Power-Point -ში მომზადებული სლაიდ-შოუ, პროექტორი
15 წთ
5
შეჯამება-შეფასება:
ჯგუფების მიერ შერჩეული მოსწავლეები გააკეთებენ პრეზენტაციას, მოსწავლეები იმსჯელებენ თითოეული ჯგუფის ჩანაწერების შესახებ, აკავშირებენ, აზუსტებენ ცალკეულ ინფორმაციას.
      საჭიროების შემთხვევაში მასწავლებელი სვამს დამატებით კითხვებს და აძლევს სიტყვიერ მითითებებს.
     მოსწავლეების შეფასება ხდება განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკით.

პრეზენტაცია, განმსაზღვრელი
ინდივიდუალური, ჯგუფური
პროექტორი, კომპიუტერი

10 წთ
6
საშინაო დავალება:
 მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ ინფორმაცია თავიანთ რეგიონებში არსებული ხუროთმოძღვრული ძეგლების შესახებ.
რეფერატი
ინდივიდუალური
ილუსრაციები, ტექსტური მასალა.
2 წთ

                            განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკა

გაკვეთილზე ჩართულობა, ჯგუფური მუშაობა, შეკითხვებზე პასუხის გაცემა და აზრის გამოთქმა.
1-4
5-6
7-8
9-10
შეკითხვებზე პასუხი არა აქვს.
არაა  ჩართული საგაკვეთილო პროცესში ან ჩართვის შემთხვევაში კითხვებზე პასუხი არასწორია.
ვერ აკავშირებს ნასწავლ მასალას ახალ მასალასთან, უჭირს შეკითხვის დასმა და საკუთარი აზრის გამოთქმა.

მეტ-ნაკლებად ჩართულია საგაკვეთილო პროცესში, მაგრამ კითხვებზე პასუხი ზოგჯერ არაზუსტია.
იშვიათად გამოთქვამს საკუთარ აზრს. უჭირს ნასწავლი მასალის ახალ მასალასთან დაკავშირება. უჭირს შეკითხვის ჩამოყალიბება.
ჩართულია საგაკვეთილო პროცესში, შეკითხვების უმრავლესობას პასუხობს სწორად. უშვებს უმნიშვნელო შეცდომას, ან პასუხი საჭიროებს დაზუსტებას, აკლია არგუმენტაცია.
გამოთქვამს საკუთარ აზრს, მაგრამ  აკლია დამაჯერებლობა  ნასწავლი მასალის ახალ მასალასთან დაკავშირების დროს. ხელოვნების დარგების ცვლილებას აკავშირებს ისტორიულ პერიოდიზაციასთან. შეკითხვები და პასუხები ხშირად სპონტანურია და აკლია გააზრება.
  ცდილობს შეიტანოს წვლილი ჯგუფური მუშაობისას, იცავს დროის ლიმიტს.
საგაკვეთილო პროცესში აქტიურადაა ჩართული. ადეკვატურად და ამომწურავად პასუხობს კითხვებს. შეაქვს წვლილი ჯგუფური დავალების შესრულების დროს და იცავს დროის ლიმიტს. საკუთარ აზრს აყალიბებს დამაჯერებლად, მსჯელობს არგუმენტირებულად. შეუძლია  ნასწავლი მასალის ახალ მასალასთან დაკავშირება. ახდენს ცოდნის ტრანსფერს ისტორიის პერიოდსა და ხელოვნების დარგების განვითარებას შორის ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობის მიხედვით. საჭიროების შემთხვევაში სვამს გააზრებულ შეკითხვას.




დავალება პრაქტიკული მუშაობისთვის