სსსმ მოსწავლეებთან მუშაობა




     

თემატური გეგმა 2017-2018 წლების
საგანი: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
მასწავლებლის სახელი, გვარი: შორენა აბრამიშვილი
თემა
ხელოვნების მრავალსახეობა
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი სსსმ მოსწავლისთვის
მიზანი
აქტივობები
1.1 ვიკვლევთ სხვადასხვა ეპოქის ხელოვნებას
ს.გ.VIII.8.    მოსწავლეს ესმის და შეუძლია წარმოაჩინოს, რომ ხელოვნება არის კომუნიკაციის  და კულტურის თვითგამოხატვის   საშუალება.
·      ასახელებს კონკრეტული კულტურის რამდენიმე მახასიათებელს, რომლებიც ასახულია ნამუშევარში (სამოსი, არქიტექტურა, ჭურჭელი, ავეჯი და სხვ.);

·   სხვადასხვა ეპოქის ხელოვნების გაცნობა.
·   ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიება.
·   მსჯელობა.

·   საპრეზენტაციო უნარ ჩვევების გამოვლენა.
·  წინასწარ დავავალებ კონკრეტული თემის გაცნობას,კონკრეტული ნამუშევრის დათვალიერებას. მოსწავლე დაათვალიერებს ნამუშევარს და რასაც აღიქვავს გამოთქვავს საკუთარ აზრს.
·  კითხვების საშუალებით ვცდილობ გავიგო მოსწავლის  თვალით დანახულ ნამუშევარში რა იყო ამა თუ იმ კულტურის მთავარი თემა.
1.2 ხელოვნება საზოგადოებრივ სივრცეში
ს.გ.VIII.8.    მოსწავლეს ესმის და შეუძლია წარმოაჩინოს, რომ ხელოვნება არის კომუნიკაციის  და კულტურის თვითგამოხატვის   საშუალება.
·         მოიძიებს მასალას რომელიმე მისთვის საინტერესო ქვეყნის კულტურის ძეგლებზე და წარუდგენს თანაკლასელებს მოხსენების და  თვალსაჩინო მასალის სახით;
·         ქალაქის იერსახის (ქანდაკებები, მოედნები, არქიტექტურული ძეგლები) გაცნობა

·   შეძენილი ცოდნის პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენება.
·   მსჯელობის უნარ ჩვევების   განვითარება.

·   მოსწავლემ შეასრულოს დავალება, აირჩიოს რომელიმე ხელოვნების ნიმუში და გაეცნოს ინფორმაციას.
·   პრაქტიკული სამუშაოსთვის მოსწავლე შექმნის არქიტეტურის სახეობის (სახლი) მაკეტის მარტივ ფორმას ან საძერწი საშუალებით შექმნის მარტივ ქანდაკებას.
1.3 თეატრი და მხატვარი
  ს.გ.VIII.8.  მოსწავლეს ესმის და შეუძლია წარმოაჩინოს, რომ ხელოვნება არის კომუნიკაციის  და კულტურის თვითგამოხატვის   საშუალება.
·         მსჯელობს, თუ რა გაიგო ამა თუ იმ ერის შესახებ, მისი ხელოვნების ნიმუშის გაცნობით.
·      თეატრის როგორც ხელოვნების ერთ-ერთი დარგის გაცნობა.
·      შემოქმედებითობა.
·      მსჯელობის უნარ-ჩვევების გამოვლენა.
·   მოსწავლე ჩაერთოს კითხვა-პასუხში.
·   მოსწავლემ შექმნას აფიშა რომელიმე სპექტაკლისთვის და გამოხატოს ფორმები მარტივი გამოსახულებებით.
·   მსჯელობა ტერმინოლოგიების გარეშე საკუთარი სიტყვების გამოყენებით თეატრსა და ტეატრის მხატვრის შესახე.